“როდესაც ამბობენ, რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთიც არის, ეს პრორუსული პოზიციაა. ან იგივე, არც ამერიკა მინდა და არც რუსეთიო, რომ ამბობენ, რეალურად ამას მაშინ ამბობენ, როცა რუსეთი უნდათ. ახლაც, როცა ამბობენ, არც შავგულიძე გვინდა და არც კახაძეო, ეს ხელისუფლების მხარდაჭერაა”
დავით ზურაბიშვილი
შეგახსენებთ, მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, სადაც ერთმანეთს შალვა შავგულიძე და ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.