ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელი, ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის, სიცოცხლის ბოლო წუთებში, ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა.
“ღრმა მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი საყვარელი ნიკი გარდაიცვალა. ის ორშაბათს, მშვიდად წავიდა ჩვენგან” , – აცხადებენ ოჯახის წევრები.
ნიკი ლაუდამ 1975, 1977 წლებში “ფერარისთან” და 1984 წელს “მაკლარენთან” ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატები.
1976 წელს, ნურბურგრის ავარიის დროს, მას სასუნთქი ორგანოები, მათ შორის ფილტვები დაუზიანდა, დაეწვა სახეც და დამწვრობის კვალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰქონდა.
1980-იან წლებში მან ავიაკომპანია Lauda Air-ი დააარსა.
ნიკი ლაუდას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს დამძიმდა, გრიპის შემდეგ პნევმონია განუვითარდა, საბოლოოდ კი ფილტვების გადანერგვა დასჭირდა, თუმცა ექიმების ინფორმაციით, ფილტვების პრობლემას კავშირი არ ჰქონია 1976 წელს მომხდარ ავარიასთან.










