ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა – მელიას თავისი აზრი ექნება, მე ჩემი აზრი, სანდრა რულოვსს თავისი აზრი

ქალბატონმა სანდრამ დააანონსა, რომ სწორედ ისეთ ძალიან მშვიდ, ძალიან ევროპულ, ძალიან საქმიან ხალხთან ახლო კამპანიას ჩაატარებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც გააკეთა ეს ზუგდიდში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში შეუერთდებიან მას სხვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, მსჯელობაში იბადება სწორი იდეები და ყველას თავის აზრი გააჩნია.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაც მომენტებში სხვადასხვა წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო მეთოდი ამ საერთო მიზნის მისაღწევად, თუმცა, სწორედ მსჯელობაში დაიბადება სწორი იდეები და ეს არის ზოგადად, ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზმისთვის მისაღები პროცესი და არა ის, რომ ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, ოლიმპის მთაზე მჯდომი, ამბობდეს და მას მისდევდეს მერე მურუსიძით დაწყებული თალაკვაძით დამთავრებული ყველა.

მელიას თავისი აზრი ექნება, მე ჩემი აზრი მექნება, სანდრა რულოვსს თავისი აზრი ექნება, გია ვაშაძეს თავისი აზრი ექნება, მაგრამ ჩვენ გვექნება ერთი ამოცანა და ეს ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება და ამას ჩვენ ყველა ერთობლივად, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში “კვირის აქცენტები” ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ “ძალა ერთობაშიას” კანდიდატის სანდრა რულოვსისა და საქართველო ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გააკრიტიკა.

იტვირთბა....