ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რულოვსი მელიის განცხადებაზე – ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენა

ზუგდიდში “ძალა ერთობაშიას” მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას განცხადება არ უნახავს.

“არ მინახავს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე თითოეული ინტერვიუს მოსმენა. მარტო გამიგია, ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველა გააკეთებს თავის არჩევანს.  მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნოთ ქვეყანა”, – განაცხადა რულოვსმა.

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში “კვირის აქცენტები” ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ “ძალა ერთობაშიას” კანდიდატის სანდრა რულოვსისა და საქართველო ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გააკრიტიკა.

იტვირთბა....