პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ მან სწორი შეფასებები გააკეთა.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძნელია, მელიას არ დაეთანხმო. პოლიტიკაში თუ შენს ხმაურიან განცხადებებს პერმანენტული ქმედებები არ მოსდევს, ეს იწვევს შენივე მხარდაჭერების ფრუსტრაციას და მთლიანად პოლიტიკურ პროცესებს აზიანებს. მელიას მოტივი არ ვიცი, მაგამ განცხადება სწორი იყო.
იმის ილუზია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება, არ უნდა გვქონდეს. მიშას გარეშე კი “ნაციონალური მოძრაობა” არ არსებობს. მიშა ვერ ჩანაცვლდება. ვფიქრობ, იხმაურებენ, იხმაურებენ და რაღაცაზე მორიგდებიან. როგორც არაერთხელ ყოფილა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მელიას განცხადებით, ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დაიწყება რევოლუცია და არ იწყება ეს რევოლუცია და არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება