aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

კახაძე – ჩემთვის მთავარი იყო, რომ ზუგდიდის თემა უსისხლოდ და დაპირისპირების გარეშე წასულიყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის არჩევნებში მთავარი იყო ყველაფერი უსისხლოდ ჩატარებულიყო.

“შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ზუგდიდის თემა უსისხლოდ და დაპირისპირების გარეშე წასულიყო. ჩემთვის მთავარი უსაფრთხოება იყო. მთაწმინდაზე მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა. მთავარი იყო საქართველოში ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარებულიყო.

მეორე იყო რაღაც-რაღაცები, რომელსაც ველოდებოდი. ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო. მეორე ტურში მგონია, რომ გავიმარჯვებ. არჩევნებზე 30% მოვიდა. სულ ვფიქრობ, დანარჩენი 70%-ის თვალით დანახული პროცესი როგორია. მე შევთავაზე მტკივნეული თემები მოსახლეობიდან წამოსული. იმან შესთავაზა რაღაც თემები, ტემპერატურა იყო აწეული, სამართლის თემები. აღმოჩნდა, რომ 70%-ს არც ერთი თემი და არც მეორე არ მოწონდა. ანალიზია გასაკეთებელი თუ რატომ არ გამოვიდნენ ეს ადამიანები პოზიციის დასაფიქსირებლად. თუ ეს ნიჰილიზმია, არ ვარგა”, – განაცხადა კახაძემ.

წინასწარი შედეგებით, მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ, მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც სულ 6 036 ხმას ნიშნავს, ოპოზიციის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ  36,83%, რაც 5 422 ხმაა.

იტვირთბა....