არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნებამ” მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები ყველგან მოიგო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს შუალედური არჩევნების, 8-ვე ოლქში და მერის რიგგარეშე არჩევნების, 5-ვე მუნიციპალიტეტში„ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზურაბ შინდელაშვილმა 72,4%-ით მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა 26,71%-ით “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ჯინჭარაძე.

ახმეტის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა ხმების 96,49 % მიიღო. ადიგენში “ქართული ოცნების“ კანდიდატ გენადი ბოლქვაძეს 93,89 %-იანი შედეგი აქვს. ზესტაფონში, ისევ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნუგზარ ფერაძეს ამომრჩეველთა 69,71 %-მა მისცა ხმა. ჭიათურაში – „ქართული ოცნების“ კანდიდატი – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46,82%. ტყიბულში,  „ქართული ოცნების“ კანდიდატ რომან მაწკეპლაძეს 63,23 %-იანი მხარდაჭერა აქვს. წყალტუბოში -„ქართული ოცნების“ კანდიდატი ომარ სინაურიძე – 78,41 %. ოზურგეთში – ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით მდინარაძეს ამომრჩეველთა 71,75 %-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება მერის რიგგარეშე არჩევნებზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა. 5-ვე მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ერთადერთი არჩევნები, სადაც მეორე ტური გაიმართება მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნებია. მეორე ტურში იქ ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

იტვირთბა....