ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს.
სალაძემ ზუგდიდში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა. მისი თქმით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის.
„ამ ფონზე, შემაშფოთებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
სალაძის განცხადებით, საია-ს დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს.
მეტი საქმე არ მაქვს, კიდევ 6 თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას. ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და ისე იმოქმედებს. მე ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად, – განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.