“ტავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.
“როდესაც დამკვირვებელს აკავებ, ბალაგანი გაქვს ეზოში, მკვდარ სულებს აღმოგიჩენენ – დარღვევაა, აბა რა არის?! მეტი რა გითხრათ?! დაკავებული ადამიანი და სამი საათია მოსამართლე არ მოდის. ყავა და ჩაი არ აქვს ეტყობა დალეული და კარგად გაზმორებული არაა, ესეც დარღვევაა. არჩევნებია და მორიგე მოსამართლეები უნდა იყვნენ და საქმეებს სწრაფად განიხილავდნენ. ჩემი დამკვირვებელი სამი საათია დაკავებული ყავთ.
ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. ხელისუფლება არ უნდა ჩადიოდეს ისეთ რამეს, რომ თუნდაც ავანტიურისტ და ახვარ ოპოზიციას ყვირილის საშუალება არ ქონდეს. ის, რაც ამ წუთას ხდება საქართველოში, წარმომიდგენია 2020-ში რა მოხდება. რას უწყვიტავს “ქართულ ოცნებას”, მაგ ახვრებს, ზესტაფონში ოპოზიციური მერი იქნება თუ არა, რომ ადამიანები არ დაატერორონ. რა გინდათ, რა შეგაძულათ ქვეყანა ასე? არ გიყვართ, ნუ გიყვართ – რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა? ბერნარდ შოუს აქვს ნათქვამი – ისტორიას გაკვეთილი ისაა, რომ ადამიანები ვერ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს. ვერ ისწავლენ ამ შობელძაღლებმა ისტორიის გაკვეთილები”, – აცხადებს წულაია.
შეგახსენებთ, რომ წულაიას განცხადებით, “თავისუფალი საქართველოს” კოორდინატორი, სპარტაკ კაპანაძე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს.
მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება.