ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზესტაფონში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კოორდინატორი დააკავეს

მერობის კანდიდატის, გოგის წულაიას თქმით, 26-ე საარჩევნო უბანზე, “თავისუფალი საქართველოს” კოორდინატორი, სპარტაკ კაპანაძე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცველებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მისი თქმით, კოორდინატორმა შენიშვნა მისი მხარდამჭერი მაისურის ტარების გამო მიიღო, რაც კანონდარღვევაა.

წულაიას ბრალდებებს უარყოფს კომისიის თავმჯდომარე. იზა ღიბრაძის თქმით, მაისურთან დაკავშირებით შენიშვნის მიღებისთანავე სპარტაკ კაპანაძემ ყვირილი დაიწყო, აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა. ღიბრაძე ყვება, რომ კოორდინატორმა მათაც წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დააკავეს.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

იტვირთბა....