“ეს პირდაპირ აკრძალვად კანონმდებლობაში ცალსახად არ წერია, მაგრამ, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ითვლება ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენად”, – განაცხადა “მეტრონომთან” “საიას” ყოფილმა თავმჯდომარემ, იურისტმა კახა კოჟორიძემ საარჩევნო უბნებთან სიებით მდგარ კოორდინატორებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ გარემოებას მხედველობაში ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც იღებენ.
“იმას, რომ ეს პრობლემა არ არის, ვერ დავეთანხმები. თუმცა, ეს პრობლემა არ არის დღევანდელი პრობლემა, ადრეც არსებობდა, დღესაც არსებობს და მიიჩნევა ამომრჩეველზე ირიბ ზეწოლად, არის მავნე პრაქტიკა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი” – ამბობს იურისტი.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სიებით ხელში მდგომ კოორდინატორებს მოვალეობის მშვიდად შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.