ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებული ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს. ორივე პირი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.
ისინი დაკავებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) საფუძველზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს. ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.