ბათუმის სანაპიროზე, ზღვამ სავარაუდოდ მკვდარი დელფინი გამორიყა. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. თუ რა გახდა დახოცვის მიზეზი – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში აზუსტებენ. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
1 იანვრიდან დღემდე ზღვამ სავარაუდოდ 40-ზე მეტი დელფინი გამორიყა.