ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოჯახის სიწმინდის დღის” აღსანიშნავი ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო

“ოჯახის სიწმინდის დღის” აღსანიშნავად საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდება, მას შემდეგ, რაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს, საქართველოში ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ აღინიშნება.

ლგბტქი თემს 17 მაისს რაიმე ღონისძიება არ გაუმართავს, რადგან, როგორც ამბობენ, “ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს”.

ასევე, დღეს დილით აქცია-მსვლელობა გამართეს მმკ-ის მღვდლებმა.

იტვირთბა....