ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი ეშველება.
ჩიქოვანის თქმით, მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს.
“ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს,ზუსტად ანალოგოური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს.ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუსთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საოლქო კომისიაში”, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში 19 მაისს მერის არჩევნები იმართება.