aviabiletebi
About us ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად, გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი” – ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად, გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს ეხებოდა სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის საკითხებზე.

პრემიერის თქმით, ზოგადად, მართვაში იყო და არის ხარვეზები.

„მე გავაკეთე მის გამონათქვამებზე არაერთი კომენტარი. სამწუხაროდ, განცდა მრჩება, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი. ზოგადად, ჩვენ მართვაში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები და ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ამ მხრივ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. თუ მიაქციეთ ყურადღება ბოლო მთავრობის სხდომას, სადაც კონკრეტული სტატისტიკა მოვიტანე, ეს არის სწორედ ყველაზე მყარი არგუმენტი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, თეორიებზე საუბარს, კონკრეტული მაგალითების დასახელება სჯობს.

„რაც შეეხება თეორიებზე ლაპარაკს, სჯობს, ყველამ მოიტანოს კონკრეტული მაგალითი. შემიძლია, შეგპირდეთ ერთი რამ, როდესაც იქნება კონკრეტული ფაქტი, რომ ვიღაც, არა აქვს მნიშვნელობა რა დონეზე, არის გარეული კორუფციაში, ჩვენ და კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია მივცე ყველას. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....