aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქსტატი – სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 295 ლარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში, გასულ თვეებთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 185.0 ლარი შეადგინა. მათივე ცნობით, მარტში ეს მაჩვენებელი 181.2 ლარი იყო.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მარტთან შედარებით, აპრილში 3 ლარითა და 40 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 163.9 ლარს შეადგენს.

საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, აპრილში 310.4 ლარზე დაფიქსირდა.

ერთსულიან ოჯახზე თანხა 163.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 262.2 ლარით, სამსულიანზე – 295 ლარით, ოთხსულიანზე – 327.8 ლარით, ხუთსულიანზე – 368.8 ლარით, ექვსსულიანზე და მეტზე – 436 ლარით.

როგორც საქსტატი აღნიშნავს,აპრილში გასულ თვეებთან შედარებით, საარსებო მინიმუმი ყველა მიმართულებით გაიზარდა. მაგალითად, მარტში ოთხსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 321 ლარზე იყო განსაზღვრული.

იტვირთბა....