ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამხედრო მოსამსახურე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო უწყების ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....