ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრების იფორმაციით, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანას და ატოცის თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა.
როგორც დავით ქაცარავა სოციალრ ქსელშ წერს, სავარაუდოდ ბალთის სამხედრო საოკუპაციო ბაზიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოფრინდა ოკუპანტების ვერტმფრენი, რამდენიმე წრე გააკეთა ატოცი–ჭვრინისი-კოდა-ჩორჩანას ტყის თავზე და შემდეგ დაბრუნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“15 მაისს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სავარაუდოდ ბალთის სამხედრო საოკუპაციო ბაზიდან ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოფრინდა ოკუპანტების ვერტმფრენი, რამდენიმე წრე გააკეთა ატოცი–ჭვრინისი-კოდა-ჩორჩანას ტყის თავზე და შემდეგ დაბრუნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ვითხოვთ ეს მორიგი კანონდარღვევა დაფიქსირდეს და მოხდეს ამ საკითხის დაყენება ერგნეთის ოთხმხრივ შეხვედრაზე.
ასევე ვითხოვთ სასწრაფოდ დასრულდეს გზის გაყვანა ჩორჩანის ტყეში, რომელიც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერებულია ბოლო 3თვეა.
შეგახსენებთ, ჩორჩანის ტყე გახლავთ ხაშურის რაიონის კუთვნილი ტერიტორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ კონტროლდებოდა ჩვენი ხელისუფლების მიერ და მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის და ადგილობრივი პოლიციის ერთობლივი მოქმედების შედეგად მ/წ ის იანვრიდან დაუბრუნდა ჩვენი ხელისუფლების კონტროლს.(დაბრუნებული ტყის მასივის ფართობი შეადგენს 600+ჰექტარს)
ასევე ვითხოვთ სასწრაფოდ გაიხსნას საგუშაგოები ჩორჩანის ტყეში, რათა მოხდეს მომავალში რუსი ოკუპანტების გამოჩენის პრევენცია.
ძალა ერთობაშია.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – წერს აცარავა სოციალურ ქსელში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით ამ ინციდენტს მხარეები ერგნეთის ხვალინდელ შეხვედრაზე განიხილავენ.