fbpx
About us ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Facebook-მა პირდაპირი ტრანსლირების ფუნქციის შეზღუდვა დააანონსა

Facebook-მა პირდაპირი ტრანსლირების ფუნქციის შეზღუდვა დააანონსა.

ამ და სხვა საკითხების შესახებ ონლაინ ექსტრემიზმის სამიტზე იმსჯელებენ, რომელიც ქრაისთჩარჩში მეჩეთში თავდასხმის შემდეგ დაინიშნა.

Facebook-მა განაცხადა, რომ მათთვის, ვინც პირდაპირი ჩართვის ახალ წესებს დაარღვევს, one-strike პოლიტიკა გავრცელდება.

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტმა, ჯასინდა არდენმა ამ ზომებს “კარგი პირველი ნაბიჯი” უწოდა.

ახალ ზელანდიაში, მარტში, მეჩეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელს სროლის პარალელურად პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა ჩართული.

პოლიტიკური ლიდერები ევროპიდან, კანადიდან და შუა აღმოსავლეთიდან უნდა შეხვდნენ ფეისბუქის, გუგლის და ტვიტერის წარმომადგენლებს, რათა შეუერთდნენ “მოქმედებისკენ მოწოდებას” და აღმოფხვრან ტერორისტების მიერ მათი გამოყენება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი მთავრობებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს. იმუშაონ ერთად, რომ ტერორისტული ქმედების ონლან გავრცელება არ მოხდეს.

ის ამბობს, რომ Facebook-ის მიერ ამ ვიდეოს 1.5 მილიონი ასლის წაშლამ “შეგვახსენა, რომ მეტის გაკეთება გვჭირდება.”

მეიმ თქვა, რომ თავდასხმების პირდაპირი ეთერით გავრცელების ტაქტიკამ “წარმოქმნა უფსკრული და საჭიროება, რომ ფეხი ავუწყოთ ცვალებად ტექნოლოგიურ განვითარებას”.

“პარიზში, ჩემი მოწოდება მთავრობისა და ინტერნეტ კომპანიებს მიმართ, რო ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად და გამოვიყენოთ ჩვენი კომბინირებული ტექნიკური შესაძლებლობები, რათა შევაჩეროთ სიძულვილის შემცველი შინაარსის კონტენტის გაზიარება.”

Facebook-მა თავის განცხადებაში დაწერა, რომ ყველა, ვინც “ძალადობრივი შინაარსის შემცველ კონტენტს” გააზიარებს, ისეთს, როგორიც ტერორისტული ჯჯგუფის მიერ გავრცელებული ვიდეოებია, ლაივის ტრანსლირების ფუნქცია 30 დღით შეეზღუდება.

მსგავსი შეზღუდვები შესაძლოა იმათაც შეეხოს, ვინც რეკლამას ავრცელებს.

ფეისბუქმა ასევე 7,5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, რათა აკრძალული შინაარსის გამოვლენა ავტომატურად მოხდეს. კომპანიამ ეს სისტემა მას შემდეგ დანერგა, რაც ქრაისთჩარჩის ტერორისტული თავდასხმა ბევრმა ადამიანმა დაამონტაჟა და ისე გამოაქვეყნა.

“ჩვენი მიზანია, შევამციროთ პირდაპირი ტრანსლაციის ბოროტად გამოყენება და ხელი შევუწყოთ მის მოხმარებას პოზიტიური მიზნებისთვის”, – აცხადებს ფეისბუქი.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ წუხილი გამოთქვა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მუქარის გამო და საერთაშორისო რეგულაციების დაწესება მონდომა.

ის მოუწიდებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, ეფექტური რეაგირება მოახდინონ ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდაზე – სწორედ ISIS-მა მოაწყო ტერორისტული თავდასხმები 2017 წელს ვენსმისტერის ხიდზე, მანჩესტერ არენასა და ლონდონის ხიდზე.

ტერესა მეის თქმით, გასულ წელს ISIS-ის ონლაინ პროპაგანდას 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა, სათანადო გლობალური რეაგირების გამო.

დიდმა ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ თავისი გეგმებიც გამოაქვეყნა, რომელიც გულისხმობს, რომ ინტერნეტ კომპანიებს დაეკისრებათ ვალდებულებები და ამას დამოუკიდებელი რეგულატორი გააკონტროლებს.

სხვა ამბები

“მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 600 ათასი დოლარი მაქვს წამოღებული” – ოქრუაშვილი

newsadmin

“ივანიშვილსა და მის გუნდს ჭადრაკს ვეთამაშები და ისინი სამკარტიან დურაკას მეთამაშებიან” – ოქრუაშვილი

newsadmin

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

newsadmin

“დვალი და აქიმაძე არიან  თაღლითები, მათ თუ რამე ეკუთვნით, მაშინ ეროსი კიწმარიშვილის ცოლსაც ეკუთვნის” – ოქრუაშვილი

newsadmin

“ივანიშვილი ყოველ წელს 36 მილიონს მირიცხავდა თანამდებობაზე ყოფნის დროს” – ოქრუაშვილი

newsadmin

“ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ, რამდენი ფულიც მე დავხარჯე საპროტესტო აქციებში, იმდენი არავის არ დაუხარჯავს” – ოქრუაშვილი

newsadmin
იტვირთბა....