“თქვით, რომ ქვეყანას ყავს არაფორმალური მმართველი, რომელსაც აქვს გარკვეული ინტერესები. რაც აინტერესებს მას იმ სფეროში ვერავინ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მის გარეშე. აღიარეთ, რომ თათბირებზე გინახავთ ივანიშვილის წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დავალება და არავინ გკითხავთ აზრს იმის საწინააღმდეგოდ, რაც მათ სურთ. ბიძინა ივანიშვილი მმართველობის ამ ფორმით ღუპავს და სპობს ქვეყნის განვითარებას და მომავალს”
ასე მიმართა პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრს გიორგი ქობულიას პარლამენტში უსმენენ.
გიორგი ქობულიას გამოსვლა პირდაპირ ეთერში არ გადმოიცემა. უმრავლესობის ლიდერების განცხადებით მმართველი გუნდის წევრები ქობულიას არ მოუსმენენ. თუმცა, ქობულიას გამოსვლას ესწრებიან უმრავლესობის წევრები ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია რამოდენიმე კვირის წინ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.