საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ხულოსთვის ბოდიში არა მას, არამედ ივანიშვილს აქვს მოსახდელი.
“ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!
ბოდიში იმისთვის,რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა,ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა…
ბოდიში იმისთვის,რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი,შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეაბილიტაცია..
ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს,მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს…
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები…
მაგრამ, ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება,აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას,მათ შორის,უახლოეს დღეებში,ხულოში”, – აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.