პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ევროსაბჭოში ბრიტანეთის ადგილს დიდი სიამოვნებით დაიკავებს.
ხუხაშვილის შეფასებით სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არაკომპედენტურია.
“სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკომპედენტური ნათქვამია, რომ საქართველო ევროსაბჭოში ბრიტანეთის ადგილს დიდი სიამოვნებით დაიკავებს. ორი მიზეზის გამოა სასაცილო ეს განცხადება: რა გონი, ევროკავშირში გარკვეული ადგილებია და ვიღაცა გადის და მის ადგლის ვიღაცას იღებენ? ეს არ არის ევროკავშის პრინციპი. გარდა ამისა ბრიტანეთის ადგლი საქართველომ რანაირად უნდა დაიკავოს ეს საერთოდ კომედიაა. ბრიტანეთი და საქართველო ეს ორი შეუდარებელი სიდიდეა. ამ ქალის საუბარზე კომენტარების კეთება უკვე შეუძლებელია. ჰგონია, რომ რაღაც ჭკვიანურს ამბობს, სინამდვილეში კი სიბრიყვეს ქადაგებს. აზერბაიჯანთან კინაღამ დიდ ომში გადაგვჩეხა, საბედნიეროდ ეს პრობლემა დროებით მაინც გადაილახა. ესეთია ეს ქალი და რას ვიზამთ? დღეს ბრიტანეთის ადგილი, ხვალ მარსელები, ზედ კი მფრინავ თეფშებზე დაიწყებს საუბარს. ასე, რომ რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ ზურაბიშვილის საუბარს, უკეთესია” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვიმა “ევრონიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველო ბრიტანეთის ადგილს დიდი სიამოვნებით დაიკავებდა.