“რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი”, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, სამეგრელოში ყოფნისას მიხვდა, რომ მოსახლეობა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის არჩევის შემდეგ რეგიონი განვითარდება.
„სანდრა არის განვითარება ინსტიტუციებით, დასავლური ტიპის რეგიონად ქცევა. იცით, ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა? ამ ხელისუფლების დროს ზუგდიდს შეუჩერდა სტატუსი“ , – განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.