ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭოხონელიძე – ასე როგორ გამიმეტეთ? ხალხო, რა დაგემართათ?

მომღერალი თმრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ ის ვალდებული არაა საპატრიარქოს პოლიტიკას ბრმად გაყვეს.

როგორც გადაცემაში “რეაქცია” ჭოხონელიძემ განაცხადა, მან დაპირისპირების შიშის გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონცერტში არ მიეღო მონაწილეობა.

“თავი უნდა მოვიტყუოთ რომ ვთქვათ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საპატრიარქომ არ დაამთხვია. ეს, არის ტყუილი. ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

სხვათაშორის, პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩვენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე? მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? “, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისიჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ამასთან, 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად საპატრიარქო კონცერტის გამართვას გეგმავს. გარდა ამისა, მოეწყობა მსვლელობაც.

კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს თამრიკო ჭოხონელიძე.

იტვირთბა....