“თავი უნდა მოვიტყუოთ რომ ვთქვათ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საპატრიარქომ არ დაამთხვია. ეს, არის ტყუილი. დაპირირსპირებას რაც შეეხება, ეს, არ არის რელიგური მხრიდან გაკეთებული.ეს, მაინც საპატრიარქოს პოლიტიკაა. ეს დამტკიცდა 2013 წელს. როდესაც ხალხი ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის შეიკრიბა, ამბობდნენ, რომ ეს ყველაფრეი ცუდია, არ შეიძლება ხალხის ჩაქოლვა, მაშინ განზე არ იდგა საპატრიარქო. რაც მახსენდება, არის მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ხელიხუფლებას, რომ თუ ამას მხარს დაუჭერთ, ბევრ ხალხს გამოიყვანდნენ და ასეც მოხდა. მოხდა ცუდი ფაქტი. ეს, იყო თუ არა ძალადობა? ვფიქრობ, რომ იყო. ქრისტიანობა არ განსაზღვრავს რამდენად არის ჩაბმული ადამიანი ეკლესიის პოლიტიკაში. ეკლესიას აქვს თავისი პოლიტიკა. მე როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვადებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად?”
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემაში “რეაქცია”;
შეგახსენებთ, რომ 17 მაისიჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ამასთან, 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად საპატრიარქო კონცერტის გამართვას გეგმავს. გარდა ამისა, მოეწყობა მსვლელობაც.
კონცერტში მონაწილეობას არ გეგმავს ჭოხონელიძე.