ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დადიანების სასახლის ეზოს ინციდენტში მონაწილე პირი ზუგდიდის პოლიციაში მიიყვანეს

დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე გელა კვარაცხელია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში, მიიყვანეს.

,,მე ვარ ზვიად გამსახურდიას მომხრე, მე მისი გულისთვის მოვკვდები. მე სანდრას საქართველოში არ გავაჩერებ.”- განაცხადა გელა კვარაცხელიამ, რომელიც სამართალდამცველებმა, ხელბორკილებით პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....