ორშაბათს, 13 მაისს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.
ბიტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 11.05%-ით იყო გაზრდილი. დღის განმავლობაში ბიტკოინმა 7.500 დოლარიანი ზღვარი გადალახა. დღის ბოლოს კი ბიტკოინის კურსმა 7.800 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 22%-ით არის გაზრდილი.
ხოლო ეთერიუმის ფასი კი, CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშNავს, რომ ეთერიუმის კურსის ნიშნული უკვე 200 დოლარის ზღვარს გადაცდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 13 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 220.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.