არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“150 ლარი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ” – სოციალურ ქსელში ზუგდიდიდან ვიდეო ვრცელდება (ვიდეო))

სოციალურ ქსელში ზუგდიდელი ქალბატონის ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ის აცხადებს, რომ მასთან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ მისულები და 150 ლარი შესთავაზეს. ამ ინფორმაციას ადასტურებენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც.

“150 ლარი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის სანაცვლოდ, 200 ლარი კი იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს” – ამ ინფორმაციას კი გაერთიანებული ოპოზიცია ავრცელებს.

“ივანიშვილს პანიკური შიში აქვს. ისინი ზუგდიდში აგებენ არჩევნებს. ბატონი გახარია, „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს ოპერაციას სვავი. თანამდებობის პირები არიან ჩასულები ზუგდიდში, რომ კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობები, რათა ისინი ვერ მოხვდნენ არჩევნებზე და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

იტვირთბა....