aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პატიმრების ტატუების წასაშლელად 48 000 გამოყო

წულუკიანი პატიმრებს სთხოვს, არ გაიკეთონ თვითნებურად ტატუები, რადგან მისი მოშორება რთული და ძვირია.

„ქალბატონები ეძებენ გზებს თუ როგორ გაიკეთონ „კუსტარულად“ ტატუ, რომლის ამოშლაც არის უფრო და უფრო რთული და ძვირი. მინდა მოვუწოდო, მათ, რომ არ დაიზიანონ ხელები და კანი რადგან არ არის ადვილი პასტით გაკეთებული ტატუს მოშორება, ამიტომ ჩვენ ამ თანხით, 48 000 ლარით, მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ, რომ მოვაშოროთ ტატუ და სოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ 2013 წლიდან 130-მდე ყოფილ პატიმარს, მათ შორის, არასრულწლოვნებს მოვაშორეთ ტატუ, რომელთაც მიეცათ საშუალება თავი ეგრძნოთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები არიან ჩართული.

იტვირთბა....