ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რძალი გირჩევნიათ თუ შვილი?” – ზუგდიდის მაჟორიტარის მიმართვა ამომრჩეველებს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში შეხვდა და მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე ედიშერ თოლორაიამ, რომელიც 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სანდრა რულოვსის კონკურენტი იყო, დევნილებს ნაწილობრივ მეგრულ ენაზე მიმართა და მათ გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ჩვენი ხელისუფლება არასდროს უპირისპირდება არც ქალბატონს და მით უმეტეს, ოპოზიციურ მხარეს რაღაც ბინძური მეთოდებით. უბრალოდ, 2016 წელს, როდესაც ქალბატონი რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, იყო ასეთი რაღაა: მე რძალი ვარო თქვენი, მეგრელების. გეგა არის შვილი ჩვენი და რომელი გირჩევნიათ, რძალი გირჩევნიათ თუ შვილი სახლში? ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი – გეგა შენგელიას”, – მიმართა მან დევნილებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 19 მაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებში ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი შემგელიაა, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი – სანდრა რულოვსი.

იტვირთბა....