ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე – ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თბილისის აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრებამდე მახათას მთაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოკვლევის დასრულების შემდეგ თითოეულ ნიუანსში პირადად გაერკვევა და შესაბამისი რეაქციაც ექნება.

„ბუნებრივია, აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. პირველი არხის განცხადებით, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს.

იტვირთბა....