ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გეგა შენგელია, ზუგდიდის კულტურის სახლში დევნილებს შეხვდა.
შეხვედრას ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი, დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დევნილებს თოლორაიამ მეგრულად მიმათა და შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“2016 წელს, როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას”, – განაცხადა თოლორაიამ.
შეხვედრის ამსახველ ვიდეოკადრებს რადიო “ათინათი” ავრცელებს.
ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.