ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

Tbilisi Pride-ის ჩატარების შემთხვევაში ლევან ვასაძე ხელისუფლებას მასობრივი არეულობით ემუქრება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ის tbilisi pride-ის ჩატარების შემთხვევაში ლევან ვასაძე ხელისუფლებას მასობრივი არეულობით ემუქრება.

„აშშ-მა თბილისში გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რაღაც გაეროს ეგიდით ჩვენთან ჩასატერებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში ამა წლის ივნისში, რომელსაც ახლა უკვე ჩვენი ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა, ყველა მკაცრად გაგაფრთხილოთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება. ვშიშობ, რომ თქვენ მიიღებთ მასობრივ სახალხო არეულობას, რომელიც შეიძლება, თქვენი ხელისუფლების დამხობით დამთავრდეს”, – აცხადებს ბიზნესმენი ვასაძე.

თბილისი პრაიდის კვირეული 18-23 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

“მეტრონომი” ჰომოფობიურ განცხადებებს ემიჯნება.

იტვირთბა....