ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს” – კალაძე

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა,  ყველაფერს გააკეთებენ, რომ პირველივე ტურში იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა საზოგადოების მხრიდან, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.

„საპრობლემო არც ის არის, რომელიმე ოლქში მეორე ტური თუ გაიმართება, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ვართ ზუსტად ის მთავრობა და ხელისუფლება, ვინც ეს მაღალი, 50% -ანი ბარიერი შემოიტანა. გვქონდა ისეთი არჩევნები, სადაც იყო ბევრი მეორე ტური და ამ შემთხვევაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე ოლქში მეორე ტური იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

იტვირთბა....