ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მთავრობა მახათას მთაზე მომხდარი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესწავლას გეგმავს

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცადებით, საქართველოს მთავრობა მახათას მთაზე მომხდარი სავარაუდო ტექნიკური ხარვეზის შესწავლას გეგმავს.

როგორც ბახტაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მახათას მთაზე აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა შეიქმნა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იყო ეს მიზანმიმართული ქმედება, ბახტაძემ უპასუხა: “ამ მომენტისთვის მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით”.

„სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს „პირველი არხის“ განმარტებით, ტრანსლაციის მსვლელობისას ტექნიკური ხარვეზი კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.

იტვირთბა....