მთავარი ციტატა

“მადლობა სუს-ის თანამშრომლებს, ვინც ეს დანაშაული, პრაქტიკულად, აღკვეთეს”

“მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. მე ვიცნობ მხოლოდ ჩანაწერს[სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბარი], როგორც ყველანი. არც იმ ენას ვფლობ, რომელიც, სხვათაშორის, ძალიან ლამაზია. პირველ მოვუსმინე ასე ვრცლად, თარგმანი ვნახე მხოლოდ. ვიცნობ მხოლოდ ზეპირ განცხადებებს, ორი მხარე რასაც ამბობს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა სუს-ის თანამშრომლებს, ვინც პრაქტიკულად ეს დანაშაული აღკვეთეს.
კვალიფიკაციას რაც შეეხება, იყო ეს შურისძიების მოტივით ჩადენილი ან მომზადება დანაშაულის შურისძიების მიზნით, ჯდება ეს ტერორიზმის შესაბამის მუხლებში, ეს მე არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ ეს საქმის მასალებიდან არის გამომდინარე. რომც იყოს საწყისი კვალიფიკაცია მხოლოდ იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე რაც სუს-ს დღეს ხელთ აქვს, თუ ახალი მტკიცებულებები გაჩნდება, შეიძლება ან კვალიფიკაცია შეიცვალოს ან დარჩეს იგივე”.

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი

“იმედის” ეთერი

იტვირთბა....