ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მამიდა” 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში ბრალდებული როენა ხუცურაული სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ასევე როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, ზინაიდა ქორიძე, რომელსაც 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულები თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

იტვირთბა....