ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ, – სასამართლო სხდომაზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა განაცხადა.
სრულად აღიარა წარდგენილი ბრალი სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძემაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურატურამ პოზიცია შეცვალა და დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
თანხის ოდენობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.