ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როენა ხუცურაული : სასტუმრო “მამიდაში” მოხუცთა თავშესაფრისა და “კათარზისის” გახსნა მინდოდა

როენა ხუცურაულის თქმით, მას სასტუმრო “მამიდაში” მოხუცთა თავშესაფრისა და “კათარზისის” გახსნა უნდოდა. ხუცურაული ამბობს, რომ ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო “მამიდა” ჰქონდა იჯარით აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა და ხუცურაულმა მას შენობის დაცლა სთხოვა.

როენა ხუცურაულის განცხადებით, ზინაიდა ქორიძემ გარკვეული პერიოდი ითხოვა და უთხრა, რომ შენობას იმ მომენტში ვერ დაცლიდა, რაზეც ხუცურაული დასთანხმდა. შესაბამისად, როენა ხუცურაული წაყენებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ თვლის. მისი ადვოკატები როენა ხუცურაულის 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 8 მაისს თბილისში სულ 3 პირი დააკავა.

იტვირთბა....