ღვთისმშობლილადმი წილხვდომილობის დღესასწაულის, 12 მაისის, აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საელჩოებსა და დიასპორულ ორგანიზაციებში 12 მაისიდან ივლისის ჩათვლით ფილმების – „ანდრია პირველწოდებული“, „ექვთიმე ღვთისკაცი“, „სიმონიკა დადიანის დაბრუნება“ და ანიმაციური ფილმის „ივერიის ღვთისმშობლის ხატი“ ჩვენებები იგეგმება.
თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ თემატიკაზე ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები, ფოლკლორული ანსამბლების ტურნეებია დაგეგმილი.
48 400 ლარი დაიხარჯება ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე