თემირლნა მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა.
მაჩალიკაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს.
საქმეზე გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს.