მთავარი სოციალური ქსელი

გაბუნია – ივანიშვილისთვის არც თანამდებობა ყოფილა იდეაფიქსი, არც ვინმეზე უფროსობის სურვილი

“ყველამ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არც თანამდებობა ყოფილა იდეაფიქსი, არც ვინმეზე უფროსობის სურვილი და არც ერის მამობის პრეტენზია გამოუხატავს როდესმე.

მთავარი საზოგადოებრივი საქმე რასაც ეს კაცი დაუყვედრებლად და დიდი სიხარულით აკეთებს ქველმოქმედებაა.

და ეს არის უწყვეტი პროცესი. იმის მიუხედავად, ამა თუ იმ წელს, ქვეყანაში არჩევნები იყო თუ არა – 1995 წლიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელია, ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს ჯერჯერობით უმაგალითო და უპრეცედენტო საქმეებს, მათ შორისაა უწმინდესის მიერ ქართველის ერის პორტრეტად წოდებული სამების ტაძრის აშენება, ახლა მისი მოხატვის სამუშაოები, რომელსაც წლებია ფონდი “ქართუ” ახორციელებს. ამ საქმეებშია 900-ზე მეტი ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ათასობით სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი.

რომ არა მისი ეს პატრიოტული პოზიცია და კეთილი ნება, ცხადია რომ ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა ამ დიდი საქმის კეთებას და მეორეს მხრივ რომ არა ეს სიკეთე, მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი შესაძლოა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადარჩენილიყო და რას ვეუბნებით ამის სანაცვლოდ? ან დუმილია ან უარეს შემთხვევაში კრიტიკა. წარმოუდგენელი რეაქციაა, ყოველ შემთხვევაში, მე მართლა არ მსმენია, რომ რომელიმე ქვეყანას ამ მასშტაბის მეცენატი და ქველმოქმედი ყავდეს და დიდი საქმეების გამო მის მიმართ ისმოდეს კრიტიკა.

პოლიტიკური ოპონენტობის გამო კი ქველმოქმედებას დაუწესო შეზღუდვები, მათ შორის კალენდარული შეზღუდვები, არნახული ინფალნტილიზმია ან გამიზნული მზაკვრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა კარგ და დიდ საქმეებს და ხალხის და ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს რომ მან გააგრძელოს ასეთი საქმების კეთება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....