გიორგი გახარიას განცხადებით, საფრანგეთის შს მინისტრთან შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ორი ოფიცრის წარგზავნას პარიზში.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დღეს გვყავს საფრანგეთში პოლიციის ატაშე, მაგრამ მისი ჩართულობის ხარისხი უბრალოდ არ არის საკმარისი. ამიტომ გადაწყდა გაფორმებულიყო ეს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს ამის საშუალებას. გარდა ამ ორი ადამიანისა, ორი ქართველი გამომძიებლის იქ ყოფნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს უწყებებს შორის უკვე სრულფასოვნად მოხდება ინფორმაციის გაცვლა. ეს ნიშნავს, რომ ორი უწყება, ქართული პოლიცია და ფრანგული პოლიცია ერთად გამოიძიებენ და ერთობლივად ჩაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს, იმ დანაშაულთან მიმართებაში, რომლებშიც შეიძლება ეჭვმიტანილები იყვნენ ქართული წარმოშობის დამნაშავეები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.