პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეს შორის არანაირი განხეთქილება არ მომხდარა.
მაჩალიკაშვილის თქმით სარალიძეს დაღლა შეამჩნია და რაც მთავარია სარალიძის შვილი სახელმწიფოს არ მუკლავს, მისი კი მოკლა.
მისი განცხადებით, წლებიც რომ დასჭირდეს, ის ბოლომე ზაზა სარალიძის გვერდით იქნება.
„ზაზა სარალიძე ორ თვეზე მეტია არ არის იმ აქციებზე, მიზეზს ვერ გეტყვით, რადგან ეს მისი პირადი საქმეა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მე ჩამოვედი ზაზას გვერდში დასადგომად, იმ კაცში ვიგრძენი ის სიმწარე რასაც ვგრძნობში ჩემში და იმ ადამიანის გვერდში ვიქნები, ამას წლები რომ დასჭირდეს. ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, ერთი საწყენი სიტყვა არ გვითქვამს, უბრალოდ მაგ კაცს დაღლა შევამჩნია და მეორე – მისი შვილი სახელმწიფომ არ მოკლა, ჩემი მოკლა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების აქციას მართავდნენ.