ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარიამ ჯაში: არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული

არც ერთ ქვეყანაში, სადაც ზოგადი უნარების გამოცდა ტარდება, გამოცდა კანონის დონეზე არ არის განსაზღვრული, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

ჯაში მხარს არ უჭერს „ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, ზოგადი უნარების გამოცდების ჩატარება კანონის დონეზე სავალდებულო უნდა იყოს.

„ინიციატივას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის წინადადებაა, არამედ ინიციატივა შესაბამის არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არც ერთი გამოცდა არ ყოფილა შეტანილი სავალდებულო ნუსხაში. არგუმენტი, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე მართებულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აბიტურიენტების 3/4 გამოცდისთვის ემზადებოდა, რომლის პროგნოზი საკმაოდ დაბალია. გამოცდის გაუქმება არ ხდება, სავალდებულო სიიდან არჩევით სიაში გადადის, რაც ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ჯაშმა.

იტვირთბა....