უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი იქნება. ინფორმაციას საზმაუ ავრცელებს.
როგორც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს, რექტორს ორი ახალი მოადგილე ყავს – ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი.
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გასულ წელს გადადგა.