მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ზურაბიშვილი მაჩალიკაშვილზე: “ქართული უნიკალური კონტრტერორისტული ოპერაცია – მოსეირნე ეჭვმიტანილი”

“აქამდე ვიცოდით “ტერორიზმი ქართულად”, მძევალს რომ სმა-ჭამით ხეთქავდნენ.

ახლა კი ვიცით ქართული უნიკალური კონტრტერორისტული ოპერაციაც, თავისუფლად მოსეირნე და ინტერვიუების დამრიგებელი ეჭვმიტანილით, რომელიც თავის მხრივ, ვადაგასული და არშემდგარი ტერორისტული აქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ჩემს მშობლიურ გურიაში იტყვიან ხოლმე, ამფერი აფერი არ გამიგონია”

დავით ზურაბიშვილი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ სუს-მა სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

იტვირთბა....