ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როენა მამიდაზე” ფარული სატელეფონო მიყურადება ხორციელდებოდა” – “რუსთავი 2”

“რუსთავი 2-ის” ინფორმაცით, პროსტიტუციის არალეგალურ საქმიანობასთან როენა ხუცურაულის კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ფარული სატელეფონო მოსმენის საფუძველზე გამოკვეთა.

ოფიციალურად როენას მისი სასტუმროები გაქირავებული ჰქონდა, თუმცა სატელეფონო საუბრებით დგინდება, რომ ის სასტუმროების მართვაში თავად მონაწილეობდა.

როენა ხუცურაულის, იგივე “მამიდას” დაკავებას წინ უძღოდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დედაქალაქში მდებარე 6 სხვადასხვა სასტუმრო დალუქეს, ხოლო რეიდების შედეგად 280 ქალი აიყვანეს. პროსტიტუციისათვის ადგილის გამოყოფის საქმის გახსნა სწორედ მათი ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით “მამიდა” დააკავეს.

იტვირთბა....