“მე ისიც არ მესმის, ეს რა პოლიტიკური პრეტენზიებია ოპოზიციის მიმართ, გუშინ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ორგანიზაციის, მათ შორის, “ევროპულმა საქართველოს” პოლიტიკური პოზიცია იყო ძალიან მარტივი და მკაფიო, თუ ეს ჩანაწერი არის ავთენტური და არ არის ფაბრიკაცია, და ამის შემოწმებაც მარტივია, მათ შორის თარგმანიც, “ემოციური ფონი” ვერ იქნება გამართლება, იქ ხდება დაგეგმვა მძიმე დანაშაულის. ამ დროს მთავრობამ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, არ უნდა გაკეთდეს აქცენტი ოპოზიციაზე.
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ლიდერი
TV პირველის ეთერი